პიარსკოლელებმა საბოლოო პრეზენტაციების წარსადგენად მზადება დაიწყეს

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სტუდენტებმა საგამოცდო პრეზენტაციისთვის მზადება დაიწყეს. პიარ სკოლამ  მათ 5 რეალური ქეისი წარუდგინა, რომელზეც თითოეული მათგანი ჯგუფთან ერთად სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. პიარსკოლელებთან ერთად მზადებაში ჩართულნი არიან ლექტორები. ისინი  ლექციების შემდეგ, არაოფიციალურ გარემოში,  ჯგუფების შეკითხვებს უპასუხებენ და საჭირო დახმარებასაც გაუწევენ. საგამოცდო საღამოს, ჯგუფურ პრეზენტაციებს ტრენერებთან ერთად დაესწრებიან და  შეაფასებენ წარმომადგენლები იმ კომპანიებიდან, რომლებიც აღნიშნულ ქეისებშია მოცემული.