პიარსკოლაში პროექტების მართვის კურსზე მიღება გამოცხადდა
პიარსკოლა პროექტების მართვის კურსზე მიღებას აცხადებს. პროექტების მართვა ეს არის ტრეინინგი სტრატეგიული მენეჯმენტიდან კონკრეტული ამოცანების განხორციელებამდე, რომელიც გულისხმობს მსმენელებისთვის პროექტების ეფექტიანი მართვისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილ ათვისებას, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროგრამა განიხილავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, პროექტის რაობას, შინაარსს, მთავარ წყაროებს, მართვის ეტაპებს, მიზნებსა და ამოცანებს, დროისა და დანახარჯების დაგეგმვას, რისკების მართვას, პროექტზე პასუხისმგებელი გუნდის ჩამოყალიბებას, მათ მოტივირებას, ადამიანურ რესურსებსა და კომუნიკაციის საშუალებებს, შესყიდვებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდებს.
პროექტების მართვა 28 ნოემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება, რომელსაც მენეჯმენტში, მარკეტინგის მართვასა და სტრატეგიულ ადმინისტრირებაში 17-წლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი ალექსანდრე მარგიშვილი წაიკითხავს.
კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს –http://www.prschool.ge/geo/applicationform.php .
ტრეინინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით http://prschool.ge/geo/proeqti.php, ან დაგვიკავშირდით: (+995 322) 98 83 44; [email protected]