პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი დაიწყო

23 იანვარს პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი დაიწყო. სტუდენტები 3 თვის განმავლობაში შეისწავლიან პიარსა და მის მომიჯნავე სფეროებს, საგამოცდოდ კი ლექტორებს რეალური ქეისების მარკეტინგულ სტრატეგიას წარუდგენენ და პრეზენტაციას მოამზადებენ.

ზამთრის კურსი სწავლას 28 აპრილს დაასრულებს.