პიარსკოლაში მიმდინარეობს მიღება 2017 წლის სასწავლო სეზონზე
პიარსკოლა აცხადებს მიღებას 2017 წლისთვის კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები”. მსურველებს საშუალება აქვთ აირჩიონ პროგრამის გავლის მათთვის სასურველი სეზონი და დარეგისტრირდნენ ზამთრის, გაზაფხულის, ან შემოდგომის ჯგუფებში. განაცხადის შევსება მიმდინარეობს ვებგვერდზე, აპლიკანტებთან დაკავშირება კი სწავლის დაწყებამდე 3 კვირის განმავლობაში მოხდება.
განაცხადის შევსების დროს, მსმენელები ირჩევენ სასწავლო დღეებს, რის საფუძველზეც პიარსკოლის ყველა სეზონზე იქმნება ორი ჯგუფი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევისა და სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათის.
პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების 3-თვიანი კურსის ფარგლებში, მსმენელები 13 საგანს შეისწავლიან. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში. კურსის დასასრულს სტუდენტები 2 ტიპის გამოცდას აბარებენ, რის საფუძველზეც გაიცემა გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი; ამასთანავე პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი.