პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგის კურსზე მიღება გამოცხადებულია
პიარსკოლა კრეატიული მარკეტინგის კურსზე მიღებას აცხადებს. კრეატიული მარკეტინგი ეს არის მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ მარკეტინგის დანიშნულების განსაზღვრა, ბიზნეს ადმინისტრირებაში მარკეტინგის როლის იდენტიფიცირება, სხვადასხვა მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების დეფერენციაცია და მათი დანერგვა-გამოყენება ამა თუ იმ კომპანიისა თუ საქმიანობის ბიზნეს-მიმართულებით. კრეატიული მარკეტინგი პიარ სკოლაში 24 ოქტომბერს დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს –http://www.prschool.ge/geo/applicationform.php . ტრეინინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით http://www.prschool.ge/geo/kreative.php, ან დაგვიკავშირდით: (+995 322) 98 83 44; [email protected] |