პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლაში კურსზე ”კრეატიული მარკეტინგი”, რომელიც 21 ოქტომბერს იწყება, მიღება გამოცხადდა. კრეატიული მარკეტინგი ეს არის მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ მარკეტინგის დანიშნულების განსაზღვრა, ბიზნეს ადმინისტრირებაში მარკეტინგის როლის იდენტიფიცირება, სხვადასხვა მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების დეფერენციაცია და მათი დანერგვა-გამოყენება ამა თუ იმ კომპანიისა თუ საქმიანობის ბიზნეს-მიმართულებით. კურსის ხანგრძლივობა 3 კვირა, 27 სალექციო საათია. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს