პიარსკოლა აცხადებს მიღებას გაზაფხულის კურსზე
27 აპრილს, პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გაზაფხულის სეზონი დაიწყება. მსმენელების მიღება მიმდინარეობს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლით. 3-თვიანი პროგრამა პიარისა და მომიჯნავე სფეროების შესწავლას და პიარ-მენეჯმენტში უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე არის ორიენტირებული. სალექციო პერიოდის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო სტუდენტი, რომელსაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცემა. კურსის ბოლოს გაიცემა გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.