პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საშემოდგომა კურსი დასრულებულია
24 დეკემბერს, პიარსკოლაში კურსის – პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები – გამოსაშვები საღამო გაიმართა. პიარსკოლელებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამფუძნებელმა – მაიკლ ქაუგილმა კურსის ტრენერებთან ერთად სერტიფიცირებული დიპლომები გადასცა. გამოვლინდა 3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც დამატებით ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილები მიიღეს. დაჯილდოვების ცერემონიალი სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა. |