პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე სადიპლომო გამოცდები დასრულდა

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სადიპლომო გამოცდები დასრულდა. PRSchool IMC #1 და #2 ის სტუდენტებმა სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ინდივიდუალური ტესტი დაწერეს და ლექტორებს ჯგუფურად მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს. ქულათა მინიმალური რაოდენობა ყველა მსმენელმა გადალახა. კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი 24 დეკემბერს გაიმართება.