16, 17 და 19 დეკემბერს პიარსკოლაში სოციალური მედიის მინი კურსს სოციალური მედიის ექსპერტი დოდი ხარხელი და ჯეპრას სოციალური მედიის ხელმძღვანელი თინათინ სამყურაშვილი კითხულობენ.. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ, თუ რა არის სოციალური მედია, რა უპირატესობები გააჩნია მას ტრადიციულ მედიასთან შედარებით, როგორ გამოიყენოს პიარ მენეჯერმა ვებ2–ის პლატფორმა პიარ კამპანიის საწარმოებლად, რა არის სოციალური მედიაქსელები და როგორ მივმართოთ ის კომპანიის მიზნების ეფექტურად შესრულებისკენ. შეგახსენებთ, რომ პიარსკოლაში სოციალური მედიის მინი კურსი ამ სეზონიდან ისწავლება. |