პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საგაზაფხულო კურსი დაიწყო
29 აპრილს, პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საგაზაფხულო კურსი დაიწყო. მსმენებელი 3 თვის განმავლობაში დაეუფლებიან ახალ პროფესიას და შეძენილი ცოდნის გამოყენებით გამოცდისთვის ჯგუფურად პრეზენტაციებს მოამზადებენ. აღსანიშნავია, რომ პიარსკოლელები სარგებლობენ აქციით ”3 თვე სწავლა, 4 თვე პრაქტიკა”, რის მიხედვითაც ლექტორებმა მათ საპრეზენტაციო პროექტები სწავლის დაწყებამდე 1 თვით ადრე გააცნეს, კონსულტაციები გაუწიეს და ამავდროულად ჯგუფურ მუშაობაშიც ჩაერთვნენ. |