პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა
30 აპრილს, პიარსკოლაში კურსის ”პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” გამოსაშვები საღამო გაიმართა. “PRSchool IMC №1” -სა და ”PRSchool IMC №2” -ის სტუდენტებმა ერთმანეთს სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს. ღონისძიებაზე ცნობილი გახდა კურსის საუკეთესო სტუდენტების სახელი და გვარები, რომლებმაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილები მიიღეს. ცერემონიალი სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დაასრულდა. |