პიარ სკოლაში ახალი კურსი – პროექტების მართვა იწყება

1 აპრილიდან პიარსკოლა მსმენელებს ახალ კურსს – პროექტების მართვას სთავაზობს. ”პროექტების მართვა – სტრატეგიული მენეჯმენტიდან კონკრეტული ამოცანების განხორციელებამდე” გულისხმობს მსმენელების მიერ პროექტების ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილ ათვისებას, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კურსი 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 40 საათს მოიცავს. ლექციები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, პარასკევსა და კვირას ჩატარდება, რომელსაც პროექტების მართვაში 17 წლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი ალექსანდრე მარგიშვილი გაუძღვება. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.