პიარსკოლა კრეატიული მარკეტინგის კურსს ფეისბუქზე გაათამაშებს

პიარსკოლა სოციალური ქსელის ფეისბუქის – www.facebook.com/prschool – საშუალებით კრეატიული მარკეტინგის კურსის გავლის მსურველებს უნიკალურ შანსს აძლევს, – ისწავლონ პიარსკოლაში ნახევარ ფასად.

ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს, 19:00 საათზე, პიარ სკოლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გათამაშება გაიმართება. ის, ვინც პირველი გასცემს სწორ პასუხს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეკითხვას, გამარჯვებულად გამოცხადდება და კრეატიული მარკეტინგის კურსისთვის 50%-იან ვაუჩერს მიიღებს.

პიარსკოლაში “კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება” 20 თებერვალს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება.