კახა მაღრაძის ლექციას მსმენელების რეკორდული რაოდენობა დაესწრო
პიარსკოლაში კახა მაღრაძემ მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ლექცია ჩაატარა, სადაც სკოლის მსმენელების გარდა, ყველა მსურველს შეეძლო დასწრება. ლექციის პირველი ნაწილი თეორიული მასალის – მედიასთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, პრესრელიზების წერა და საინფორმაციო მასალის მომზადება, პრესკონფერენციებისა და მედია–ივენთების დაგეგმარება – გაცნობას დაეთმო, მეორე ნაწილი კი – პრაქტიკული დავალებების შესრულებას. სტუდენტები, ჯგუფური სავარჯიშოების დახმარებით, ლექციაზე შეძენილი ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარებას შეეცადნენ. ლექცია 3 საათი მიმდინარეობდა, რომელსაც 70–ზე მეტი მსურველი ესწრებოდა |