იუსტიციის მინისტრის მოადგილე – გიორგი ვაშაძე პიარსკოლელებს შეხვდა

25 თებერვალს, 18:00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ პიარ სკოლაში იუსტიციის სახლის პრეზენტაცია გამართა და პიარსკოლელების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პრეზენტაციის შემდეგ პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის საგამოცდო პრეზენტაციის ფარგლებში პიარსკოლელებმა პროექტ “იუსტიციის სახლის” პიარ და საკომუნიკაციო მხარდაჭერის საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება დაიწყეს. კამპანიის მიზანია ბათუმში მაისში დაგეგმილი იუსტიციის პირველი სახლის გახნის ორგანიზება, პოს და პრეს საინფორმაციო საშუალებების გავრცელება და იუსტიციის სახლის სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. გიორგი ვაშაძე სტუდენტებს საუკეთესო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას შეჰპირდა.