თეა გველესიანი
„პარტნიორები – საქართველო“-ს ტრენერი/კონსულტანტი.
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი/ლექტორი.
ინტერაქტიული სწავლების 20 წლიანი გამოცდილების ფარგლებში მას ჩატარებული აქვს მრავალი ტრენინგი შემდეგ თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკა, საჯარო გამოსვლა, მოლაპარაკებები, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ფასილიტაცია, მრავალფეროვნების მართვა, ადვოკატირება, ეფექტური მომსახურება, გაყიდვა და სხვა.
პიარსკოლაში 2007 წლიდან უძღვება ეფექტური კომუნიკაციის კურსს.
მაიკო ძირკველიშვილი
2001 წლიდან 2015 წლის ჩათვლით იყო თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა თიბისი ბანკის ყველა პიარ კამპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცალკეული პროექტები და აქტივობები. არის საქველმოქმედო ასოციაცია „თიბისის“ დამფუძნებელი. 2003-2018 წლებში თიბისი ბანკის მიერ დაფუძნებული პროექტის – ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.
2006-2007 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსის ლექტორი.
არის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ბორდის წევრი.
2007 წლიდან არის პიარსკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორი. უძღვება პიარის ლექციებს.
ალექსანდრე მარგიშვილი
Kudos Georgia-ს მმართველი პარტნიორი.
ალექსანდრე მარგიშვილი „ქუდოს ჯორჯია“-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. იგი ზედამხედველობს საერთაშორისო პროექტებისა და ხარისხის მართვის მიმართულებებს.
ალექსანდრე მარგიშვილს აქვს 25-წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ მართვაში, მარკეტინგული პროექტების შემუშავებაში, ფინანსური კოორდინაციისა და ორგანიზაციული განვითარების პროგრამების განხორციელებაში.
ალექსანდრე მარგიშვილს ჩატარებული აქვს 150-ზე მეტი ტრენინგი და სემინარი მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.
პიარსკოლაში რამდენიმე წლის წინაც კითხულობდა, 2023 წლიდან კი განახლებული მიდგომებით კვლავ დაუბრუნდა პიარსკოლის ლექტორთა გუნდს.
მარინა იმერლიშვილი
2006 წლიდან არის ARC-ის (“გამოყენებითი კვლევების კომპანია ეი არ სი”) ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი და მისი დირექტორი. კომპანიაში კურირებს ორგანიზაციული განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებას. არის საქართველოში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლობების ექსპერტი. წარსულში იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის ასოცირებულ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი / გამგეობის წევრი. ჩატარებული აქვს 80-ზე მეტი კვლევა სახელმწიფო, ბიზნეს და საზოგადოებრივ სექტორში.
2003-2006 წწ-ში გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტში კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობების კურსს საჯარო პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
2008-2012წწ-ში ჩატარებული აქვს პერსონალის შეფასების მოკლე კურსი ბიზნეს კარიერის სკოლის მსმენელებისთვის.
პიარსკოლის გუნდს შემოუერთდა 2007 წელს.
ანდრო მეტრეველი
აქვს 20 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის სფეროში.
მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ბრენდინგ პროექტში, მათ შორის: „ვისოლი“, „ბაზის ბანკი“, „ნიკორა“, “იუ ეფ სი“, „საქკაბელი“, „გია გვარამიას კლინიკა“.
პიარსკოლაში 2017 წლიდან უძღვება ბრენდინგის კურსს.
ანანო დოდელია
ანანოს აქვს 7 წლიანი გამოცდილება სარეკლამო სფეროში. 2011 -2017 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია ჯიდიესში ყოველკვირეულ გადაცემაზე და ამზადებდა დოკუმენტურ ფილმებს.
2016 წლიდან დღემდე არის ფროდაქშენ კომპანია – ედვენის თანადამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი და რეჟისორი.
მისი ძირითადი საქმიანობაა კამპანიებისთვის კრეატიული და ვიზუალური კონცეფციების შემუშავება და სარეკლამო რგოლების გადაღება.
ანანო თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.
მისი პროექტების ასრასრული ჩამონათვალია:
მაკდონალდსი, საქართველოს ბანკი, ბორჯომი, ბაკურიანი, ჯიპისი, ვესტელი, სილქნეტი, ავერსი, სენსელფი, ღვინო ნაბერაული, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, საქართველოს რკინიგზა, გალერეა თბილის, ნიუ ტრენდი, კორსო იტალია, კამპა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ავსტრიული საათების კომპანია Jacque Lemans, ამერიკული წვენების კომპანია Pomona და სხვა.
ანანო დოდელია პიარსკოლას შემოუერთდა 2023 წელს და უძღვება რეკლამა და მედია განთავსების ლექციებს.
კახა მაღრაძე
ჯეპრას უფროსი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი.
კახა მაღრაძე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროებში საკონსულტაციო პროექტების მართვასა და ზედამხედველობაზე კომპანიაში. ის ასევე მონაწილეობს კლიენტებთან და დონორებთან ურთიერთობის, ასევე კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და CSR საქმიანობის მართვის პროცესებში.
კახა მაღრაძეს აქვს 18 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკომუნიკაციო კამპანიების, კრიზისული კომუნიკაციის, შიდა კომუნიკაციის, ბრენდინგის, საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის.
კახა მაღრაძე, როგორც ასოცირებული პროფესორი და ლექტორი, ასევე ასწავლის სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”. კახას ჩატარებული აქვს 200-მდე ტრენინგი პიარის, მარკეტინგისა და კრიზისული კომუნიკაციების, CSR და ა.შ. კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
პიარსკოლაში პიარის ლექციებს 2007 წლიდან უძღვება.
ნინი მეტრეველი
ნინის დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებების, ვილნიუსის უნივერსიტეტში საერთაშორისო კომუნიკაციების,ხოლო ვროცლავის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
აქვს ჟურნალისტად მუშაობის 7 წლიანი და მარკეტინგის სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
2018 წლიდან “პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” მედია მენეჯერია.
პიარსკოლაში 2020 წლიდან უძღვება მედიამენეჯმენტის ლექციებს.
სოფო მეშვილდიშვილი
აქვს 12 წლიანი გამოცდილება სამშენებლო დეველოპერულ სფეროში, ასევე ბრენდინგისა და მარკეტინგის სფეროებში.
ამჟამად სოფო არის პროექტ”ორიონ ვაკე” მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის უფროსი, ასევე პროექტ “პარკ ორთაჭალას” მარკეტინგის და პროექტის მენეჯერი.
ივენთ მენეჯმენტში ჩართულია 2018 წლიდან, როდესაც მეგობართან ერთად დააარსა ივენთ კომპანია, რომელიც წარმატებით განვითარდა და დღემდე ითვლის უამრავ ლამაზ და დასამახსოვრებელ პროექტს.
სოფო პიარსკოლას 2022 წლიდან შემოუერთდა.
ქრისტინე პახომოვი
ქრისტინე პახომოვი, VELI.store-ს უფროსი ციფრული მარკეტერი.
ქრისტინე ველის მარკეტინგის გუნდს 2021 წლიდან შეუერთდა. მას ციფრული მარკეტინგის სფეროში 7 წლიანი გამოცდილება აქვს. ქრისტინეს გამოცდილება სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის სფეროში, სხვადასხვა პერიოდში მოიცავს ისეთ ინდუსტრიებს, როგორიცაა წარმოება, ტურიზმი, მედია, მეღვინეობა, განათლება, სამშენებლო სექტორი, ფინანსური სექტორი, ვაჭრობა და სხვ.
ძირითადი საქმიანობა: ციფრული კონტენტ სტრატეგია; ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, აღრსულება და მონიტორინგი; ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი.
პროექტების არასრული ჩამონათვალი: VELI.store, Countman.ge, upway.ge, Freeza, FLY.GE, Tipsy Baby
ქრისტინე პიარსკოლას შემოუერთდა 2024 წელს და უძღვება სოციალური მედიის და ედვერთაიზინგის კურსს.
თეა ყიფშიძე
1994 წლიდან დღემდე, როგორც ჟურნალისტი, აქტიურად თანამშრომლობს მედიასაშუალებებთან. სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში იყო კულტურის მიმართულების რედაქტორი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი, რადიოწამყვანი. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება – 2013-17 წლებში იყო ბანაკების მართვისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2018 წელს საქართველოში გამართული 43-ე მსოფლიო ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიალების პროდიუსერი. 2009 წლიდან დღემდე არის „ლიტერატურული გაზეთის“ ტექნიკური რედაქტორი.
2018 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის საჭადრაკო კავშირი (აერთიანებს ევროპის 54 ქვეყნის ეროვნულ ფედერაციას) – პიარისა და მარკეტინგის დირექტორია. 2019 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – ევროპის ოქროს პაიკი, რომელიც მისივე ხელმძღვანელობით გაიმართა მონაკოში.
პიარსკოლის გუნდს თეა ყიფშიძე შემოუერთდა 2021 წელს, სადაც უძღვება კურსს – ამბის თხრობის ხელოვნება.
ალექსანდრე გაბუნია
2011 წლიდან არის სტუდია “ჩინემანი Fილმს” დამფუძნებელი. 2003 წელს დაამთავრა “მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი” ჟურნალისტის კვალიფიკაციით. 2009 წელს ქალაქ ნიუ იორკში გაიარა “ნიუ იორკის კინო აკადემიის” კურსი, კინო რეჟისორის სპეციალობით.
2004 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტად. 2004-2006 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია საკვირაო ანალიტიკური გადაცემა “დროება”-ს ჟურნალისტად.
2012 – 2013 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმების რედაქციაში რეჟისორის თანამდებობაზე.
არის “მუნდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის” – აშშ, გრანპრის მფლობელი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის “მუღამი”.
იმავე ფილმით წარდგენილი იყო ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაციაზე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკ. ფილმი. ფილმმა აიღო ჯილდო “ხალხის რჩეული”.
სოსო გალუმაშვილი
2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არსის, კავკასუს ონლაინის, ბაზისბანკის, ნიკორას, ჰაიდელბერგცემენტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, HSBC ბანკი-საქართველოს, უნიქარდის ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს.
მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას.
2002-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.
2008 წლიდან არის თბილისის პიარ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2010 წლიდან საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელია.
2007 წლიდან არის პიარსკოლის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უძღვება BTL-ის ლექციებს.