პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში. 3-თვიანი პროგრამა ითვალისწინებს ყველა იმ დარგის სწავლებას, რაც პიარ მენეჯერის საქმიანობისთვის აუცილებელია.

პიარსკოლის მიზანია,  საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.

კურსის ფარგლებში შეისწავლება 12 საგანი, სადაც 20% თეორიას და 80 პროცენტი პრაქტიკულ მეცადინეობას ეთმობა. გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომის მისაღებად საჭიროა, პროგრამის დასასრულს, 2 ტიპის გამოცდის ჩაბარება – ინდივიდუალური ტესტი და ჯგუფური პრეზენტაციები.

მსმენელების მიერ პრეზენტაციებზე მუშაობა არის ამ კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა. სტუდენტებს დასაწყისშივე ეძლევათ რეალური ქეისები, რომლის საკომუნიკაციო სტრატეგიის და პიარ გეგმის შემუშავებაზე მთელი 3 თვის განმავლობაში რამდენიმე კაციან ჯგუფებში, გუნდურად მუშაობენ. წარმატებული პროექტების მომზადებაში კონსულტაციებს კი პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები უწევენ.

პიარსკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის 3 საუკეთესო სტუდენტს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცემა.

პროგრამა შედგება შემდეგი ქვე-კურსებიგან:

ეფექტური კომუნიკაციები
მარკეტინგი
მარკეტინგული კვლევები
პიარი
სოციალური მედია
ელექტრონული მარკეტინგი
ვიზუალური კომუნიკაცია
ბრენდინგი
ივენთ მენეჯმენტი
მედია მენეჯმენტი
ამბის თხრობის ხერხები
BTL