პიარსკოლაში მარკეტინგს ალექსანდრე მარგიშვილი წაიკითხავს
|
პიარსკოლაში სიახლეა. ახალ ჯგუფს, რომელმაც პიარსა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე სწავლა 15 მარტს დაიწყო, მარკეტინგს ალექსანდრე მარგიშვილი წაუკითხავს. ალექსანდრე მარგიშვილს მარკეტიგსა და მენეჯმენტში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. 2007 – 2008 წლებში იყო თიბისი ბანკის პროექტების ფინანსირების ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გახლდათ სერმას აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად არის ICEBERG -ის პროექტების მენეჯერი. ალექსანდრე მარგიშვილი პიარ სკოლასთან 2007 წელსაც თანამშრომლობდა. |