ღია ლექცია პიარსკოლაში
ორშაბათს, 9 ნოემბერს, 18.30 , პიარსკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სპეციალურ ლექციაზე თავისუფალ დასწრებას ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გთავაზობთ . ლექციას, სათაურით “პიარი და მედია” , GePRA – ს აღმასრულებელი დირექტორი კახა მაღრაძე წაიკითხავს. ლექციის მოსმენის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ : 1. მედიასთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები 2. პრესრელიზების წერა და საინფორმაციო მასალის მომზადება 3. პრესკონფერენციებისა და მედია–ივენთების დაგეგმარება. ლექციის ხანგრძლივობა 3 საათია. დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის უფასოა. |