ღია კარის დღე თბილისის პიარსკოლაში

20 და 21 სექტემბერს, ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის პიარსკოლის ღია კარის დღე ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწალო კურსის სტუდენტებისთვის. სკოლის დამფუძნებლებმა სტუდენტებს გააცნეს სწავლის განრიგი და ლექტორები. სწავლას პიარსკოლის სტუდენტები 24 და 28 სექტემბერს დაიწყებენ.