”განათლების კვირეული 2011” პიარ სკოლის მონაწილეობით გაიხსნა

5 მარტიდან ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ”განათლების კვირეული 2011” გაიხსნა.

გამოფენაზე გაისხნა GAU-სა და პიარ სკოლის საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი, რომელიც 13 მარტის ჩათვლით მსურველებისთვის პიარ სკოლის სასერტიფიკატო კურსებისა და GAU-ს საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს.

 განათლების კვირეულის ფარგლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე, დაინტერესებულ ადამიანებს კონსულტაციებს პიარ სკოლის გუნდი – დამფუძნებლები და ლექტორები გაუწევენ, პიარ სკოლის შესახებ დაგროვილ შთაბეჭდილებებს კი მათ პიარსკოლელები გაუზიარებენ.