გამოვიდა ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებული
28 დეკემბერს, 19:00 საათზე, მაგთი კლუბში პიარსკოლის ლექტორის – ეკატერინე ტოგონიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში “ანესთეზია” 4 მოთხრობაა შესული და მისი შეძენა უკვე წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი.
ეკატერინეს ლიტერატურული დებიუტი 2011 წელს გაზეთ “კვირის პალიტრაში” შედგა მოთხრობით “ძაღლები არ დაიშვებიან”, ამავე წელს მან გაიმარჯვა “ერთი მოთხრობის კონკურსში” და ნაწარმოებისთვის “მარჯვნიდან მარცხნივ” “ლიტერატურული გაზეთის” პრემია მიიღო.
ეკატერინე ტოგონიძე პროფესიით ჟურნალისტია. 2000-2010 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა “მოამბისა” და დილის გადაცემა “ალიონის” წამყვანი, 2010-2011 წლებში ხელმძღვანელობდა ჟურნალ “თავისუფალ დროს”, 2008 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2011 წლიდან კი უძღვება პიარსკოლაში მედიამენეჯმენტის სასწავლო კურსს.