დღეს პიარსკოლამ პროექტების მართვის კურსი 11 ლარად გაათამაშა
11.11.11_თან დაკავშირებით, პიარ სკოლამ სოციალურ ქსელში ფეისბუქის აუდიტორიას უპრეცედენტო აქცია “მოიგე პროექტების მართვა 11 ლარად” შესთავაზა.
დღეს, ზუსტად 11:11:11 საათზე www.facebook.com/prschool – ის (პიარ სკოლის ოფიციალურ გვერდზე) საშუალებით გამოქვეყნდა კონკურსის პირობები. გამარჯვებულად გამოცხადდა ის ადამიანი, რომელმაც პიარ სკოლის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ 3 შეკითხვას სწორი პასუხები პირველმა გასცა. კონკურსში მონაწილეობა სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს შეეძლო, რომელიც ამავდროულად არის პიარ სკოლის ბრენდირებული გვერდის ე.წ. “ლაიქერი”.
გამარჯვებული “სინერჯი ჯგუფის” ბიზნეს ანალიტიკოსი, სტუდენტი ლაშა გოჩიაშვილი გახდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტების მართვის კურსი პიარ სკოლაში 28 ნოემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება. მსურველების რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს. http://www.prschool.ge/geo/applicationform.php