1 ივნისიდან, გაუ–თბილისის კურსდამთავრებული ნინო კრიხელი, ძველი თბილისის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი გახდა.
Category: სიახლეები
4P-ს გადაცემებს პიარსკოლის საიტზე მოისმენთ
გაუ–თბილისის პიარ სკოლისა და რადიო კომერსანტის ერთობლივი პროექტის 4P-ს გადაცემებს პიარ სკოლის საიტზე მოისმენთ. შეგახსენებთ, რომ გადაცემა 4P 13 მაისიდან, ყოველ ოთხშაბათს 4 საათზე გადის ეთერში. |
აკაკი ახალაია ეროვნულ საკრედიტო ინფორმაციის ბიუროში დასაქმდა
გაუ–თბილისის პიარსკოლის კურსდამთავრებული აკაკი ახალაია ეროვნულ საკრედიტო ინფორმაციის ბიუროში მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს.
თბილისის პიარსკოლა რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემას იწყებს
13 მაისიდან, ჯეპრასა და თბილისის პიარსკოლის ერთობლივი რადიო–პროექტი დაიწყება. გადაცემა 4P ყოველ ოთხშაბათს 4 საათზე რადიო კომერსანტის ეთერით გავა. გადაცემას თბილისის პიარ სკოლის კურსდამთავრებულები, თიკო სამყურაშვილი და ნათია ნარმანია გაუძღვებიან. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის სექტემბრიდან ეს ჯეპრასა და რადიო კომერსანტის მესამე ერთობლივი პროექტი იქნება. რადიოს ეთერში უკვე გადის გადაცემები: “ლიტერატური” და “ბიზნეს კონსპექტი’. |
რეზი ნიჟარაძე აქსისის პიარ მენეჯერი გახდა
გაუ–თბილისის პიარსკოლის კურსდამთავრებული რეზი ნიჟარაძე აქსისის პიარ მენეჯერად დაინიშნა.
პიარსკოლის კურსდამთავრებულები BTL.ge –ს განვითარებაზე იზრუნებენ
პიარსკოლის კურსდამთავრებულები თამარ ბეჟიტაშვილი და ნესტან შავლაძე ჯეპრას შვილობილი კომპანიის “ბითიელ.ჯის” ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგული კამპანიების ორგანიზებას ჩაუდგებიან სათავეში. |
თბილისის პიარსკოლა ზაფხულის კურსებს გთავაზობთ
გაუ–თბილისის პიარსკოლა გთავაზობთ ზაფხულის ბანაკის 12 დღიან სპეციალურ კურსს – ბრენდის შექმნა 12 დღეში. იმისათვის რომ თქვენვე შეარჩიოთ კურსის ჩატარების თარიღი, 11 ივნისამდე მიიღეთ მონაწილეობა საიტზე არსებულ ინტერაქტივში, დაგვირეკენ ან მოგვწერეთ 99 54 52,[email protected]. |
ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი Golden Brand 2008–ის გამარჯვებული გახდა
2009 წლის 6 მაისს Global Idea და გაზეთ Financial–ის ორგანიზებით, საქართველოს სავაჭრო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა რიგით მესამე დაჯილდოება Golden Brand 2008. საუკეთესო უნივერსიტეტის ნომინაციაში, Golden Brand 2008 გადაეცა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს. |
გამოსაშვები საღამო გაიმართა
2 მაისს, გაიმართა გაუ–თბილისის პიარსკოლის გამოსაშვები საღამო, სადაც სტუდენტებს სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს, ხოლო სამმა წარმატებულმა სტუდენტმა დიპლომებთან ერთად სპეციალური სარეკომენდაციო წერილები მიიღეს. |
აპრილის კურსებზე სწავლა დაიწყო
27 აპრილს სწავლა დაიწყო ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსზე. აღნიშნულ კურსზე უფასოდ ისწავლის მედია კონკურსში გამარჯვებული გიორგი კალატოზიშვილი. |