პიარსკოლაში სწავლის ღირებულება არ გაიზრდება

პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსის ღირებულება არ გაიზრდება. მიუხედავად ანალოგიური კურსების ფასის მატებისა გაუ–თბილისის პიარ სკოლაში გადასახადი  ისევ 1100 ლარი იქნება, ხოლო საფასურის გადახდა სამ ეტაპად იქნება შესაძლებელი.

პიარსკოლას ახალი კურსდამთავრებულები ჰყავს

24 ივლისს, გაიმართა გაუ–თბილისის პიარსკოლის გამოსაშვები საღამო, სადაც სტუდენტებს სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს, ხოლო სამმა წარმატებულმა სტუდენტმა დიპლომებთან ერთად  სპეციალური სარეკომენდაციო წერილები მიიღეს.

პიარსკოლის საიტზე RSS–ი ჩაირთო

გაუ–თბილისი პიარსკოლის საიტზე RSS ამოქმედდა, რომლის გამოწერის შემთხვევაშიც ყოველდღიურად მიიღებთ ინფორმაციას სიახლეებისა და ვაკანსიების შესახებ.

ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში მიღება დაიწყო

გაუ-თბილისის პიარსკოლაში დაიწყო მიღება ზაფხულის ბანაკის 12 დღიან სპეციალურ კურსზე ბაკურიანში – ბრენდის შექმნა 10 დღეში. საზაფხულო ბანაკის ვადებია 30 აგვისტო – 10 სექტემბერი. მიმდინარეობს ჯგუფის დაკომპლექტება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 აგვისტო.

მედია-მენეჯმენტის ლექციებს ეკა სარია წაიკითხავს

გაუ–თბილისის პიარსკოლის კურსდამთავრებული და რუსთავი 2–ის საკვირაო გადაცემის PS-ის პროდიუსერი ეკა სარია  მედია-მენეჯმენტის ლექციების კურსს წაიკითხავს.

ოთარ ქირია ლექციებს პიარსკოლაში წაიკითხავს

გაუ–თბილისის პიარ სკოლას ახალი ლექტორი შეუერთდა. ოთარ ქირია ლექციებს მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში პიარ სკოლის ზაფხულის ბანაკში წაიკითხავს.

ბენეტონის საპროტესტო აქციას მაია ბურდული ხელმძღვანელობს

სოხუმში “ბენეტონის” მაღაზიის გახსნას,  “ბენეტონის” ოფიციალური წარმომადგენლის  საქართველოში  კომპანია “ნოვო ჯგუფის” პროტესტი მოყვა. პროტესი  თბილისში არსებული “ნოვო ჯგუფის” მაღაზიათა ქსელის დროებით დაკეტვაში გამოიხატა.  შედეგად “ბენეტონის” თურქეთის ოფისმა სოხუმში მაღაზიის დაკეტვის შესახებ ოფიცალური განცხადება გააკეთა.  აღნიშნულ აქციას პიარ სკოლის კურსდამთავრებული, “ნოვო ჯგუფის” პიარ მენეჯრი მაია ბურდული ხელმძღვანელობდა.

ლევან ტაბიძე სითი პარკის პიარ მენეჯერი გახდა

გაუ–თბილისის პიარსკოლის კურსდამთავრებული ლევან ტაბიძე სითი პარკის პიარისა და მარკეტინგის ბიუროს ხელმძღვანელად დაინიშნა.

პიარსკოლის სიახლეები გაზეთ ბანკები და ფინანსებში იხილავთ

5 ივნისიდან გაზეთ ბანკები და ფინანსების ყოველ ნომერში შესაძლებლობა გეძლევათ იხილოთ გაუ–თბილისის პიარ სკოლის ახალი მიმართულებები და სიახლეები.