BBC-ის პროდიუსერი ტონი კოლი პიარსკოლაში

24 ოქტომბერს, marketer.ge-ს მოწვევით პიარსკოლამ BBC-ის პროდიუსერს – ტონი კოლს უმასპინძლა, რომელმაც პიარსკოლელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ტონი კოლი ბრიტანეთში წამყვანი და აღიარებული მედია ექსპერტი და ტრენერია. გარდა BBC-ისა, იგი მუშაობდა ბრიტანეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, უტარებდა მედიასთან ურთიერთობის ტრეინინგებს ბრიტანელ მინისტრებს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც ჯგუფის, ასევე ინდივიდუალური ტრენინგების ჩატარებაში.

შეხვედრაზე საქართველოში პირველ ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოვებაზე დასასწრები ბილეთები გათამაშდა. Marketing Brilliance Awards -ზე ტონი კოლი ჟიურის წევრი და ერთ-ერთი სპიკერია.