პიარსკოლელებმა ნატახტარის ქარხანა დაათვალიერეს
“ნატახტარმა” პიარსკოლას საჩუქარი გაუკეთა და ჯეპრას ორგანიზებით პიარსკოლელებისთვის პირველი გასვლითი შეხედრა მოეწყო. 1 დეკემბერს, პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სტუდენტები ნატახტარის ქარხანას ესტუმრნენ და ლუდისა და ლიმონათის ჩამოსხმის ტექნოლოგიებს გაეცნენ. მათ ტურში მონაწილეობის სერტიფიკატი და სახელობითი ლუდი გადაეცათ.