P World in PRSchool – მასტერკლასი შედგა
პარასკევს, 9 ნოემბერს 21:00 საათზე გაუ თბილისის პიარსკოლაში P World-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – კოსტა პეტროვმა და გლობალური ღონისძიებების ხელმძღვანელმა როზეტა პიზევკამ მასტერკლასი ჩაატარეს, თემაზე როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი ლოკალური ბრენდისგან.
ლექციის დასასრულს პირველ გლობალურ მარკეტინგულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები გათამაშდა, რომელიც P World-ის ორგანიზებით 12-13 ნოემბერს გაიმართება. Marketing Kingdom-ზე დასწრების უფლება მოიპოვეს რადიო “ფორტუნას” წამყვანმა მაია მამულაშვილმა და პიარსკოლელებმა – გოჩა გაბოძემ და მაია ჩაჩავამ.
მასტერკლასს როგორც პიარ სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ადამიანები ესწრებოდნენ.