P World პიარსკოლაში მასტერკლასს ჩაატარებს
პარასკევს, 9 ნოემბერს 21:00 საათზე გაუ თბილისის პიარსკოლა (მის: მერაბ ალექსიძის 8, ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტი) თავის კურსდამთავრებულებსა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მასტერკლასზე იწვევს, რომელსაც P World-ის აღმასრულებელი დირექტორი კოსტა პეტროვი და გლობალური ღონისძიებების ხელმძღვანელი როზეტა პიზევსკა ჩაატარებენ.
მასტერკლასის ძირითადი თემაა: “როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი ლოკალური ბრენდისგან.” მნიშვნელოვანია, რომ 12-13 ნოემბერს სწორედ მათი ორგანიზებით ეწყობა საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება – Marketing Kingdom.
კოსტა პეტროვი – P World-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ავტორია რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის. P World-ის დაფუძნებამდე იგი წამყვან პოზიციაზე მუშაობდა Marcus Evans-სა (პრაღა) და IIR-ში (ახლო აღმოსავლეთი და დუბაი) Praxis Global-ში. (დუბაი და კანადა)
როზეტა პიზევსკა – ვებსტერის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, 2011 წლიდან მუშაობს P World-ში და ხელმძღვანელობს გლობალურ ღონისძიებებს მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
P World – მარკეტინგული კომპანია, რომელიც გლობალურ ღონისძიებებს, ბრენდინგსა და სატელევიზიო გადაცემებს უწევს ორგანიზებას მსოფლიოს მასშტაბით.
მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ დასტური გამოაგზავნოთ 9 ნოემბრის 14:00 საათამდე, ელ-ფოსტაზე: [email protected]. მასტერკლასი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
|