პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსი დასრულდა
28 ივლისს პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ლექტორებმა სტუდენტებს სამთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მათ სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა ჯგუფის 3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. გამოსაშვები საღამო სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.