ეკატერინე ტოგონიძემ ლიტერატურული პრემია “საბა” მიიღო
12 ივლისს რუსთაველის თეატრში ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მე-10 დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
ნომინაციაში “წლის საუკეთესო დებიუტი” ლიტერატურული პრემია “საბა” პიარ სკოლის ლექტორს, ჟურნალისტსა და მწერალს ეკატერინე ტოგონიძეს გადაეცა პროზაული კრებულისთვის “ანესთეზია”.