პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საგაზაფხულო კურსი დაიწყო
30 აპრილს პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი დაიწყო. მსმენელები 3 თვის განმავლობაში 10 საგანს შეისწავლიან და ჯგუფურ პრეზენტაციას მოამზადებენ, ამავდროულად ჩააბარებენ ინდივიდუალურ ტესტს. გამოცდების დასრულების შემდეგ გაიმართება გამოსაშვები საღამო, სადაც მათ სერტიფიცირებული დიპლომები გადაეცემათ.