პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგის კურსი დასრულდა
10 ნოემბერს, პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგის კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა. მსმენელებს კურსის ლექტორმა – ალექსანდრე მარგიშვილმა და პიარ სკოლის დამფუძნებლებმა გაუ თბილისი პიარ სკოლის სერტიფიკატები გადასცეს.
დაჯილდოვების ცერემონიალს წინ უძღოდა საგამოცდო პრეზენტაციები. სტუდენტებმა კურსის მიმდინარეობისას მიღებული დავალებების შესაბამისად, ქართულ ბაზარზე არსებული 3 მსხვილი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია შეიმუშავეს.
კრეატიული მარკეტინგის კურსი 9 სალექციო დღეს, ჯამში 27 საათს მოიცავდა და მიზნად ისახავდა მსმენელებისთვის მარკეტინგის დანიშნულების განსაზღვრის, ბიზნეს ადმინისტრირებაში მარკეტინგის როლის იდენტიფიცირების, სხვადასხვა მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების დეფერენციაციისა და ამა თუ იმ კომპანიისა თუ საქმიანობის ბიზნეს-მიმართულებით მათი დანერგვა-გამოყენების სწავლებას ითვალისწინებდა.