პიარსკოლაში ღია კარის დღე გაიმართა
23 სექტემბერს პიარსკოლაში კურსის ”პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” ღია კარის დღე გაიმართა. მსმენელებს კურსის პროგრამა ლექტორებმა გააცნეს. პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში ფეისბუქის აუდიტორიასაც გადაეცემოდა, რომელთაც შეკითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. შეგახსენებთ, რომ სწავლა პიარსკოლაში 27 სექტემბერს იწყება. |