პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსის გავლის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართება
23 აპრილს, 18:00 საათზე პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. მსმენელები გაეცნობიან კურსის პროგრამას, ასევე გაესაუბრებიან დამფუძნებლებსა და ლექტორს. სწავლის დაწყების მსურველთა განაცხადის მიღება საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით, ასევე პიარსკოლის ფეისბუქზე არსებული Register Now -ს საშუალებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ კურსი სოციალურ მედიაში 27 აპრილს იწყება. |