პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსს დოდი ხარხელი წაიკითხავს
| 
 პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსს სოციალური მედიის ექსპერტი, ინტერნეტ–მარკეტინგის სპეციალისტი დოდი ხარხელი წაიკითხავს. დოდი ხარხელი 2005 წლიდან მისდევს ბლოგერობას, ასევე არის „ახალი მედიის ფორუმის” მონაწილე და”World Blogging Forum”-ის წარმომადგენელი საქართველოდან. მონაწილეობდა პირველი ქართული სოციალური ქსელის face.ge–სა და ქართული ბლოგ–კატალოგის blogroll.ge–ს შექმნაში. სოციალური მედიის მინი კურსი პიარ სკოლაში 16 დეკემბერს იწყება.  |