თბილისის პიარსკოლაში სწავლა დაიწყო

11 აპრილს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში თბილისის პიარსკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. ინტენსიურ სწავლების კურსს, რომელიც მოიცავს თანამედროვე მარკეტინგულ კომუნიკაციებს, პრაქტიკოსი პიარ მენეჯერები სამი თვის განმავლობაში გაივლიან, ანალოგიური სწავლების კურსი სტუდენტებისთვის და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის 21 აპრილს დაიწყება.