პიარსკოლა ”წარმოებულია თბილისში”
”ქსპო ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში თბილისის მერიის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების ორგანიზატორობით ჩატარებულ გამოფენაზე, სახელწოდებით ”წარმოებულია თბილისში”, პიარსკოლა საკუთარ პროდუქციასა და ახალი პროექტებს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ სერვისების პრომოუშენს პიარსკოლელები განახორციელებენ. გამოფენა 8 აპრილს დაიწყება და 10 აპრილამდე გასტანს. |