პიარსკოლის გაზაფხულის კურსზე მიღება გამოცხადდა
პიარსკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება გამოცხადდა. მსმენელების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე. 3-თვიანი პროგრამა 25 აპრილს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. კურსის დასასრულს, მსმენელები ორი ტიპის გამოცდის შედეგად შეფასდებიან, რის საფუძველზეც მათ გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომები გადაეცემათ.