ზურა ბალანჩივაძე

ზურა ბალანჩივაძე

სოციალური მედია


ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერი

2009 წლიდან ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერია. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის განხრით (ბაკალავრი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) ამავე სპეციალობით (მაგისტრი).

2010 წელს გაუ-თბილისის პიარსკოლაში გაიარა კურსი “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები”, ხოლო 2011 წელს – Government 2.0.

2008 წლიდან ზურა ბალანჩივაძე აქტიური ბლოგერია, რომლის დახმარებითაც იგი საფუძვლიანად დაეუფლა სოციალურ მედიას.

სამსახურებრივი აქტივობების გარდა ზურა დაინტერესებულია ხატვითა და ვოკალური მუსიკით. მუშაობს ნაწარმოებების ილუსტრაციებზე, პერიოდულად აწყობს პერსონალურ გამოფენებს.

2013 წელს მონაწილეობდა რუსთავი 2-ის შოუში „ნიჭიერი“, რომლის ფინალისტი და ტელეკომპანიის ფავორიტი გახდა. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო რუსთავი 2-ის შოუში „ბრავო“.

2018 წლიდან გადაცემის “იმედის დილა” დილის ეთერის წამყვანია.

პიარსკოლაში 2012 წლიდან უძღვება სოციალური მედიის კურსს.