თამარ ცინცაძე

თამარ ცინცაძე

რეკლამა და მედია დაგეგმარება


Windfor's - კლიენტების მომსახურების დირექტორი

2012 წლიდან მუშაობს სარეკლამო ინდუსტრიაში და კერძოდ, საკომუნიკაციო სააგენტო “ვინდფორსში”.

წლების მანძილზე უმუშავია დამკვეთებთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან, დიდ, საშუალო და პატარა პროექტებზე. კლიენტების არასრული ჩამონათვალია: ჯეოსელი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა, ეროვნული მუზეუმი, ლისი დეველოპმენტი, კურორტი კოხტა-მიტარბი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ბორჯომი, ბაკურიანი, ლიკანი, დღის პროდუქტები, ღვინო ვისმინო, ფრიქსი, ფიტნეს დარბაზი ოკტოპუსი, კავკასუს ონლაინი, მაგთიკომი, თბილისი მოლი, გალერია თბილისი, FOX Channel, საქართველოს ეროვნული ლატარია, სილკნეტი დ ა.შ.

პროექტები, რომლებზეც მუშაობდა ექაუნთ პლანერის, ექაუნთ მენეჯერის და კლიენტების მომსახურების დირექტორის პოზიციებზე, სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის კანის ლომების კრეატიულობის ფესტივალის ვერცხლის ლომის, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთი ვერცხლია საქართველოს და ამიერკავკასიის მასშტაბით.

მესამე წელია არის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ს საორგანიზაციო გუნდის წევრი.

გაუს პიარ სკოლას 2018 წლის გაზაფხულიდან შემოუერთდა.