მარინა იმერლიშვილი

მარინა იმერლიშვილი

მარკეტინგული კვლევები


ARC-ის დამფუძნებელი და დირექტორი

2006 წლიდან არის ARC-ის (“გამოყენებითი კვლევების კომპანია ეი არ სი”) ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი და მისი დირექტორი. კომპანიაში კურირებს ორგანიზაციული განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებას. არის საქართველოში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლობების ექსპერტი. წარსულში იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის ასოცირებულ ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი / გამგეობის წევრი. ჩატარებული აქვს 80-ზე მეტი კვლევა სახელმწიფო, ბიზნეს და საზოგადოებრივ სექტორში.

2003-2006 წწ-ში  გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტში კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობების კურსს საჯარო პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

2008-2012წწ-ში ჩატარებული აქვს პერსონალის შეფასების მოკლე  კურსი ბიზნეს კარიერის სკოლის მსმენელებისთვის.

პიარ სკოლის გუნდს შემოუერთდა 2007 წელს.