კახა მაღრაძე

კახა მაღრაძე

პიარი


ჯეპრას უფროსი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი

2004 წლიდან მუშაობს პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, როგორც საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი და უფროსი კონსულტანტი. ამ ხნის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის, პიარის, ივენთ მენეჯმენტის, ციფრული კომუნიკაციისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის და ბრენდინგისა დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.

კონსტანტინე მაღრაძეს განხორციელებული აქვს ოცდახუთამდე საჯარო უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისა და კონსულტაციის პროექტი საქართველოსა და ყირგიზეთში. მას უმუშავია სამოცამდე მსხვილი და საშუალო ბიზნესორგანიზაციის პიარსა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაზე. კონსტანტინეს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, მათი კონსალტინგისა და თანამშრომლების მომზადების დიდი გამოცდილება.

2005 წლიდან კონსტანტინე მაღრაძემ ჩაატარა ასოცამდე ტრენინგი, სემინარი და სამუშაო შეხვედრა მარკეტინგის, ბრენდინგის, პიარისა და ზოგადი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და შეფასებაში საჯარო მოხელეების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.

2007 წლიდან პიარის კურსის ლექტორია „თბილისის პიარ სკოლაში”. კონსტანტინე ასწავლის ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსს. კონსტანტინეს აქვს ორმოცდაათამდე ორგანიზაციისა და მენეჯერის ონლაინ და სამუშაო ადგილზე კონსულტირების გამოცდილებაც.

კონსტანტინე მაღრაძე საქართველოს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის თავმჯდომარეა. იგი არის საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“ ავტორი.