კახა მაღრაძე
ჯეპრას უფროსი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი.
კახა მაღრაძე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროებში საკონსულტაციო პროექტების მართვასა და ზედამხედველობაზე კომპანიაში. ის ასევე მონაწილეობს კლიენტებთან და დონორებთან ურთიერთობის, ასევე კომპანიის სტრატეგიული განვითარებისა და CSR საქმიანობის მართვის პროცესებში.
კახა მაღრაძეს აქვს 18 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკომუნიკაციო კამპანიების, კრიზისული კომუნიკაციის, შიდა კომუნიკაციის, ბრენდინგის, საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით როგორც ბიზნესის, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის.
კახა მაღრაძე, როგორც ასოცირებული პროფესორი და ლექტორი, ასევე ასწავლის სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში”. კახას ჩატარებული აქვს 200-მდე ტრენინგი პიარის, მარკეტინგისა და კრიზისული კომუნიკაციების, CSR და ა.შ. კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
პიარსკოლაში პიარის ლექციებს 2007 წლიდან უძღვება.