ნინი ლაშქარაშვილი

ნინი თიბისის ბრენდ მენეჯერი და, ამავდროულად, ციფრული განვითარების გუნდის კაპიტანია. განხორციელებული აქვს არაერთი მარკეტინგული კამპანია, მათ შორის გამორჩეული კი მობაილბანკის რედიზაინის 360°-იანი კამპანიაა.

2018 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე იყო თიბისის ბრენდ მენეჯერი ციფრული ბანკინგის მიმართულებით.

2017 წლიდან 2018 წლამდე იყო თიბისის ციფრული პროდუქტების მენეჯერი.

2017 წლამდე კი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში მარკეტერის, ბიზნეს განვითარების და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ნინი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM-ის კურსდამთავრებულია.

პიარსკოლაში რეკლამა და მედიაგანთავსების ლექციებს 2020 წლიდან უძღვება.