ეკა სარია -

ეკა სარია

ეკა სარია

მედიამენეჯმენტი


გადაცემა „P.S.“ პროდიუსერი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გადაცემა პ.ს. მთავარი პროდიუსერი

ეკა სარიას დამოუკიდებელ მედიაში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. 1994 წელს ფრილანსერად მუშაობდა გაზეთ „რეზონანსში“ პოლიტიკურ მიმომხილველად. გაზეთ „რეზონანსში“ ოთხწლიანი მუშაობის განმავლობაში ეკა პარალელურად სისტემატიურად გადიოდა ინტერნიუსის ტრენინგებს. ბიბისის, სიენენის, ფოქსნიუსის ტრენინგები და მათ შორის ყველაზე გამორჩეული, ერთთვიანი გადამზადების სრული კურსი შვედეთში კალმარის უნივერსიტეტში ხელს უწყობდა მისი პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწას.

1998 წლიდან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის საინფორმაციო გადაცემის კორესპონდენტად მუშაობდა. კურიერში მუშაობის 5 წლის განმავლობაში ეკა რუსთავი2-ის საპარლამენტო კორესპონდენტი იყო, რომელიც პარალელურად აკრედიტირებული იყო სახელმწიფო კანცელარიაში-იგივე პრემიერ-მინისტრის აპარატში.

2008 წლის მარტიდან პოპულარული ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი პროდიუსერია.

ეკა უკვე შვიდი წელია თავის პროფესიულ გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდებს. 2011 წლიდან ის პიარსკოლაში სტუდენტებისთვის კითხულობს ლექციათა ციკლს მედიამენჯმენტში.