როგორ მიმდინარეობს საბოლოო პროექტზე მუშაობა?

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე გარდა თეორიული ცოდნისა, მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. 3 თვის განმავლობაში შესაძლებლობა გეძლევათ იმუშაოთ რეალურ პროექტზე, რაც გულისხმობს საკომუნიკაციო სტრატეგიის დაწერას. პროექტის განხორციელებაში დაგეხმარებიან მენტორები, რომლებიც პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” თანამშრომლები არიან.

რა საგნებს ვისწავლი პიარსკოლაში?

პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე 12 საგანი ისწავლება:

  • ეფექტური კომუნიკაციები
  • მარკეტინგული კვლევა
  • მარკეტინგი
  • ბრენდინგი
  • პიარი
  • სოციალური მედია
  • რეკლამა და მედია განთავსება
  • ამბის თხრობის ხერხები
  • ივენთ მენეჯმენტი
  • მედია მენეჯმენტი
  • ვიზუალური მარკეტინგი
  • BTL

რას მივიღებთ პიარსკოლის დასრულების შემდეგ?

ყველა კურსდამთავრებულს გაუ-თბილისის პიარსკოლის სერთიფიკატი, ხოლო კურსის 3 საუკეთესო სტუდენტს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცემა.