პიარსკოლაში შემოდგომის კურსი დასრულდა

26 დეკემბერს, პიარსკოლაში შემოდგომის კურსი დასრულდა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი და პიარსკოლის ლექტორები და მენტორები დაესწრნენ. ასევე, პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ორივე ჯგუფიდან 4-4 სტუდენტს სარეკომენდაციო წერილი გადაეცა.

პიარსკოლაში ზამთრის კურსი 25 იანვარს იწყება.