პირველი ნაბიჯი შენი პროფესიული ბედნიერებისკენ

პირველი ნაბიჯი შენი პროფესიული ბედნიერებისკენ

პიარისა და მარკეტინგის სწავლა როდესაც დავიწყე მეორე კურსზე ვიყავი, მაშინ მივხვდი, რისი გაკეთება გამაბედნიერებდა, მაგრამ რატომღაც ჩემს შეგრძნებებს ყურადღება არ მივაქციე და სხვადასხვა სფეროში ვცდილობდი განვითარებას.

ერთ დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე პიარსკოლის შესახებ, ვნახე არაჩვეულებრივი ლექტორების სია და სილაბუსი. აი, მაშინ მივხვდი, რომ დრო იყო შემეცვალა ჩემი ცხოვრება და შემოვაღე პიარსკოლის კარი, სადაც რეალურად იმაზე კარგი სურათი დამხვდა, ვიდრე მე წარმომედგინა. ყველა ლექცია არამარტო ინფორმაციული სახისაა, არამედ სახალისო და სასიამოვნოა. ეს არის გარემო, სადაც შეუძლებელია გინდოდეს და ვერ მიიღო შესაფერისი ცოდნა.

თუ მოხდა ისე, რომ გადაწყვიტე პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით წასვლა და რაღაც მომენტში შეგეშინდა სირთულეების და დემოტივაციას განიცდი, რაც კარიერის პირველ საფეხურზე მდგომს შეიძლება დაგემართოს, აუცილებლად კვირაში სამჯერ 7 საათიდან უნდა დაიწყო პიარსკოლაში სიარული და მაშინვე მიხვდები, რომ ზუსტად ეს არის შენი შანსი, რომელიც საშუალებას მოგცემს საუკეთესო სტარტი აიღო. აი, უკვე მე, პრაქტიკაში გადმოტანაც კი შევძელი აქ მიღებული ცოდნის, რაც ძალიან მახარებს. პროფესიული განვითარების მიღების ბედნიერებას თან ერთვის ჩემი ჯგუფელები, ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები და ასე იქმნება ბედნიერების სრული კომპლექტი.

ზოგიერთი ლექტორის მაგალითზე მივხვდი, როგორი მინდა ვიყო რამდენიმე წელიწადში და რომ  თუ იშრომებ შეძლებ იმას, რაც სხვისთვის შეუძლებელი შეიძლება იყოს.

ყოველი ლექციის შემდეგ ვხვდები, რომ აქ მოსვლა  ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და სურვილი მაქვს არასდროს დასრულდეს ეს კურსი, რადგან ბედნიერების გარეშე ცხოვრება რთული და მოსაწყენია.